გამოცდების გარეშე
ჩარიცხვა ხდება მხოლოდ მარტივი შიდა გასაუბრების საფუძველზე. არანაირი ეროვნული გამოცდები და ზედმეტი სტრესი.
ჩვენი მისიაა გავხადოთ ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება პრაქტიკული, გამარტივებული და სტრესისგან თავისუფალი გზა ქართველი სტუდენტებისთვის.
ჩარიცხვა ხდება მხოლოდ მარტივი შიდა გასაუბრების საფუძველზე. არანაირი ეროვნული გამოცდები და ზედმეტი სტრესი.
ტრადიციული 2 წლის ნაცვლად, მაგისტრის ხარისხს მხოლოდ 1.5 წელიწადში მიიღებ. ეს არის სწრაფი და პრაქტიკული განვითარების ვარიანტი.
სწავლა აგებულია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემაზე. დაგროვილი კრედიტები აღიარებადია ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ფარგლებში და მობილობაც შესაძლებელია.
შენი დიპლომი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ საქართველოშიც სრულად აღიარებულია.
უკრაინა და საქართველო ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) წევრები არიან 2005 წლიდან. ორივე ქვეყანა ერთსა და იმავე აღიარების ჩარჩოში მოქმედებს.
წყარო: ehea.info
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე განაცხადს კურსდამთავრებული წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. შეფასება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტულ პროგრამაზე.
წყარო: eqe.ge
ყველა პარტნიორი უნივერსიტეტი მოქმედებს უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლიცენზიით. ლიცენზიისა და აკრედიტაციის დოკუმენტები ხელმისაწვდომია მოთხოვნით.
პირველი კონსულტაცია უფასოა. გეტყვით რომელი მიმართულება და უნივერსიტეტი გიხდება, რა საბუთები დაგჭირდება და როგორ მიმდინარეობს ჩარიცხვა.