ორშ. შაბ. 10:00 18:00
მთავარი ჩვენ შესახებ პროგრამები უნივერსიტეტები ჩარიცხვა გალერეა სიახლეები კონტაქტი FAQ უფასო კონსულტაცია

სიახლეები

რა იცვლება უმაღლეს განათლებაში

საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორის რეფორმა. ეს ცვლილებები ეხება ქართულ უნივერსიტეტებს და არა ჩვენი პარტნიორების პროგრამების ხანგრძლივობას.

  1. აღიარება

    დასაშვები ხდება საქართველოდან დისტანციურად მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება

    განათლების სამინისტროს ინიციატივით ელექტრონული სწავლების საკითხი რეგულირდება. პირველ ეტაპზე აღიარება შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტებს, სადაც პროგრამა აკრედიტებულია ENQA-ს წევრი და EQAR-ში რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ.

    წყარო
  2. პროგრამის ხანგრძლივობა

    მაგისტრატურა 1-წლიანი, ბაკალავრიატი კი 3-წლიანი გახდა

    მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა არანაკლებ 180-კრედიტიანი საბაკალავრო და არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამების შემუშავების წესი. 60-კრედიტიანი მაგისტრატურა ეხება ბიზნესის ადმინისტრირების (EMBA) კვალიფიკაციას.

    წყარო
  3. ონლაინ სწავლება

    საქართველოს უნივერსიტეტებში გარკვეულ პროფესიებზე ონლაინ სწავლება შესაძლოა დაიწყოს

    იგეგმება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება: ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ დაიშვება ელექტრონული სწავლება, ხოლო მაგისტრატურაზე სრულად, თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას.

    წყარო

რეფორმის პირველი ეტაპი ეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტებს. აღიარების საკითხი ყოველთვის ინდივიდუალურად მოწმდება. კონსულტაციაზე გეტყვით, რა ვრცელდება შენს კონკრეტულ შემთხვევაზე.